-
ავტორი
- კატეგორიები: იურისტი საპატიო დოქტორი
ბოგში არპად (Bogsch Árpád, 24. II. 1919, ბუდაპეშტი - 19. IX. 2004, ჟენევა), თსუ-ის სამეცნ. საბჭომ საჯარო სამართ. სპეციალისტი საპატიო დოქტორად აირჩია (25.10.1996).
ბ. ა.-ს ამერიკის მოქალაქეობა მიანიჭეს (1959). მას მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის დირექტორის თანამდებობა ეკავა (1973-1979). მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გაიზარდა ორგანიზაციის როლი და გავლენა ინდუსტრიული და ინტელექტუალური საკუთრების სფეროებში.
ბ. ა. ამავდროულად იყო მცენარეთა დაცვისა და ახალი ჯიშების გამოყვანის საერთაშ. კავშირის გენერალური მდივანი იყო. მეცნიერი მრავალი ნოვატორული იდეის ავტორია: საერთაშ. ხელშეკრულებების დასკვნებისა და გადასინჯვის საფუძველზე განვითარებადი ქვეყნებისათვის შეიქმნა დახმარების პროგრამა; მან შეძლო აქციზური მარკების საერთაშ. რეგისტრაციის სისტემის მოდერნიზაცია, ინტელექტუალური საკუთრების პედაგოგებისა და მკვლევართა ასოციაციის დაარსება.
ბ. ა.-ს საპატივცემულოდ მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის შტაბ-ბინას ჟენევაში მისი სახელი ეწოდა. უნგრეთში, მეცნიერის მშობლიურ მხარეში, ინტელექტუალური საკუთრების ოფისში დაიდგა მოქანდაკე ტიბორ ბორბაშის მიერ შესრულებული ბ. ა.-ის ბიუსტი, შემდეგ კი გამომგონებელთა ასოციაციების საერთაშ. ფედერაციამ დააწესა ბ. ა.-ის სახ. მედალი იმ გამომგონებლებისა და ნოვატორებისათვის, რომლებიც მეცნიერის მსგავსი სულისკვეთებითა და ენთუზიაზმით მუშაობენ (2010).
ბ. ა.-ის რეკომენდაციები და დასკვნები საფუძვლად უდევს საქ. სამოქალაქო სამართ. კოდექსისა და ინტელექტუალური სამართ. სფეროში მოქმედ ნორმატიულ აქტებს.